ამირან გამყრელიძე: პოლიტიკოსი არ ვარ, რომ გარეთ იმის შესახებ ვისაუბრო, რაზეც საკოორდინაციო საბჭოზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ

“ჩვენ ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კითხვას – ითხოვდნენ თუ არა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მედიკოსები ეპიდვითარების გამო რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ექიმები მძიმე ზეწოლის ქვეშ არიან.

„ამ თემაზე არა ტელევიზიით, არამედ საკოორდინაციო საბჭოზე ვსაუბრობ. პოლიტიკოსი არ ვარ, რომ გარეთ იმის შესახებ ვისაუბრო, რაზეც იქ ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ. ახლა რასაც ვუყურებ, ჯანდაცვის სექტორი რა ზეწოლის ქვეშ არის, რა მდგომარეობაში არიან ჩემი კოლეგები სამედიცინო დაწესებულებებში, მათ უზარმაზარი მადლობა ეკუთვნით. ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში საშინელი ზეწოლისა და ტვირთის ქვეშ არიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ, მაგრამ ამავე დროს, იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ არის ეკონომიკა, ფინანსები, სხვადასხვა სექტორები და, ამიტომ, დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები