თამარ გაბუნია: არსებობს მოსაზრება, რომ დამატებითი სივრცეები ჰოსპიტლებთან ახლოს მოეწყოს

“ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია, 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის შესაძლებლობა, რაც შეგვიძლია, გამოვძებნოთ, ეს რესურსი მობილიზებულია და კიდევ დამატებით ცდილობენ ჰოსპიტლების რესურსების მობილიზებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„იმ ფონზე, რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები, ესეც იძლევა ადამიანური რესურსის კოვიდმიზნებისთვის გადმომისამართების შესაძლებლობას. რაც შეეხება სივრცეების მობილიზებას, გეგმის მიხედვით, არსებობს გარკვეული მოსაზრება, რომ ეს იყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერჯერობით, ბათუმსა და ქუთაისში ხდება დამატებითი ჰოსპიტლების ჩართვა, იმის აუცილებლობა, რომ იქ სარეზერვო სივრცე შეიქმნას, არ არსებობს, თუმცა, თუ ამის საჭიროება იქნება ჰოსპიტალთან ახლოს, იმავე პერსონალის გადმონაწილების ხარჯზე ეს შესაძლებელია. დამატებითი ნაკადის შემოდინების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იქნება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები