დიღმის საველე ჰოსპიტალში, ამ დროისთვის, 19 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
საველე ჰოსპიტალში 19 პაციენტი იმყოფება და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, – ამის შესახებ დიღმის საველე ჰოსპიტალის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძირითადად დელტა შტამი დომინირებს.
„ამ დროისთვის, საველე ჰოსპიტალში 19 პაციენტი იმყოფება. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ნაწილი არის ჟანგბადდამოკიდებული, ნაწილი სტაბილურია. ძირითადად, დომინირებს დელტა შტამი.
გუშინ თანმხლები დაავადების გამო ერთი პაციენტის გადაყვანა მოხდა ჰოსპიტალში. დღის განმავლობაში გვაქვს მზაობა, მივიღოთ პაციენტები. სულ ამ ეტაპზე მზად ვართ, მივიღოთ 200 პაციენტი. მედპერსონალი პროპორციულად ნაწილდება დატვირთვის მიხედვით, ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით“, – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.