საქართველოში სულ 907 665 აცრაა ჩატარებული, 19 აგვისტოს აიცრა 23 986 პირი

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 907 665 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 23 986 პირი.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი, გარდაიცვალა 59 ინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები