ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვენი ქვეყნის კლინიკებში 6 835 პაციენტი მკურნალობს და მათი 99.9% აუცრელია
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ არ იქნება ცუდი, თუ, პაციენტების თანხმობით, ქართული ტელევიზიები მაყურებელს აუცრელი ინფიცირებული ადამიანების აზრს მოასმენინებენ.
მისივე თქმით, საქართველოში, კლინიკებში 6 835 პაციენტი მკურნალობს და მათი 99.9% აუცრელია.
“ახლა CNN-ზე ინტესნიურ თერაპიაში მწოლიარე პაციენტებს ანახებენ, რომელთაც ჟანგბადის კანულა აქვთ ცხვირზე მორგებული, ქოშინებენ და ამბობენ: ძალიან ვნანობთ აუცრელობასო, ყველას გადაეცითო, რომ ესეთი შეცდომა ცხოვრებაში არ დაუშვათო.
სამწუხაროდ ამ დროს ჩვენი ქვეყნის კლინიკებში 6835 პაციენტი მკურნალობს და მათი 99.9% აუცრელია. არ იქნება ცუდი, თუ პაციენტების თანხმობით ჩვენი ტელევიზიებიც მოგვასმენინებენ ასეთი ადამიანების აზრს”,- წერს კულუმბეგოვი.