თამარ გაბუნია: იმედი გვაქვს, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები ვაქცინაციის პროგრამაში აქტიურად ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმედოვნებს, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები ვაქცინაციის პროგრამაში აქტიურად ჩაერთვებიან.

„სექტემბრამდე დარჩენილია სამი კვირა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დროის განმავლობაში განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიურ ვაქცინაციას ვაწარმოებთ. იმედი გვაქვს, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში. დღეს გაიხსნა სპეციალურად ამ ადამიანებისთვის გამოყოფილი სივრცეები, სადაც რეგისტრაციის გარეშე, წინასწარ ორგანიზებული აცრით პირველი ჯგუფი აიცრა. იგივე მოხდება ქვეყნის სხვა რეგიონებში, რათა საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლებს ჰქონდეთ მინიმალური ბარიერი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის. ყველაფერი სხვა, თუ როგორი ფორმით განახლდება სწავლა სექტემბერში, დამოკიდებული იქნება ეპიდვითარების განვითარებაზე, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია“, – აცხადებს გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები