თამარ გაბუნია: ვაქცინაციის კუთხით მეტი აქტივობაა საჭირო, მხოლოდ საინფორმაციო კამპანია საკმარისი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის კუთხით მოქალაქეების მხრიდან მეტი აქტივობაა საჭირო.

“ვაქცინაციასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო კამპანია დაწყებულია და ეს პროცესი მიმდინარეობს. მუშაობა მიდის როგორც საგანმანათლებლო სივრცეებში, ასევე ინდივიდუალურად, მაღალი რისკის ჯგუფებთან. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი აქტივობა. მხოლოდ საინფორმაციო კამპანია საკმარისი არ არის. ყველაზე უკეთესად საკუთარი მაგალითის გაზიარება მუშაობს – იმის დემონსტრირება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები