თამარ გაბუნია: საბედნიეროდ, პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა, რამდენადმე, დაბალანსდა

ჯანდაცვის სექტორში, პედიატრიული საწოლების საჭირო რაოდენობა მობილიზებულია, თუმცა, დადებითი ტენდენციაა, რომ მათი მწვავე საჭიროება აღარ დგას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საბედნიეროდ, პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა, რამდენადმე, დაბალანსდა. პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება, რადგან, საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქი სიმძიმისაა. პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის, პედიატრიული საწოლები დაემატა. ამ კუთხით, დღეისთვის, სიტუაცია სრულად მართულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები