ამირან გამყრელიძე: მთავარია რეკომენდაციების აღსრულება და ეს მარტო შოლტით და მათრახით არ უნდა აღსრულდეს

ქვეყანა მძიმე „ლოკდაუნზე“ აღარ წავა. მთავარია რეკომენდაციების აღსრულება და ეს მარტო შოლტით და მათრახით არ უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით ,ეპიდგაუარესების შეჩერების მხოლოდ და მხოლოდ ორი გზა არსებობს: მეტი აცრა და რეგულაციების დაცვა.

„ეპიდვითარება საკმაოდ რთულია. 26 ივნისიდან დაწყებული ნელი ტემპით უარესდებოდა და უარესდება ეპიდსიტუაცია. გუშინ და დღეს გვაქვს პიკური მაჩვენებელი. გარკვეულ პროგნოზირებაზე მუშაობს ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფი და შეიმჩნევა, რომ ზრდის ტემპი ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს მცირდება. აბსოლუტური რაოდენობა იმატებს, მაგრამ თითქოს, ზრდის ტემპის შემცირებისკენაა ტენდენცია, მაგრამ მინდა თითები გადავიჯვარედინო და არ ვიცი, ჯერჯერობით როგორი იქნება. ზრდა გვექნება, მაგრამ მინდა, რომ ეს იყოს ნელი ტემპით ზრდა. ყველანაირი გათვლებით ვართ პიკში და ვფიქრობთ, რომ ეს პიკი უნდა გაგრძელდეს 7-10 დღე და მერე ინფექციამ უკანსვლა უნდა დაიწყოს, მაგრამ ასევე ნელი ტემპით.

ეპიდგაუარესების შეჩერების მხოლოდ და მხოლოდ ორი გზა არსებობს: მეტი აცრა და რეგულაციების დაცვა. ქვეყანა მძიმე „ლოკდაუნზე“ აღარ წავა. მთავარია რეკომენდაციების აღსრულება და ეს მარტო შოლტით და მათრახით არ უნდა აღსრულდეს! ერთი მხრივ, ეს უნდა იყოს კონტროლი და მეორე მხრივ, – თვითშეგნება. ქვეყანაში ცეცხლი ანთია ეპიდემიის და ამიტომ ყველამ თავი შევიკავოთ იმ ბუსტერებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერებია ეპიდსიტუაციის გაუარესებაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები