გახარიას ხელმოწერილი დოკუმენტი “ნამახვანზე”, რომელსაც ექსპრემიერი უარყოფს(ფოტო,ვიდეო)
ჩხოროწყუში მოსახლეობასთან შეხვედრაზე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ ოპონენტები ცრუ ბრალდებებში დაადანაშაულა და განაცხადა რომ მას “ნამახვანჰესის” კასკადების ასაშენებლად ინვესტორისთვის მიწის გადაცემის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია.
“პირველი ტყუილი თქვეს როცა გადავდექი მაშინ რომ გახარიამ ნამახვანს ხელი მოაწერა და ქართული მიწა გაყიდაო, ეს იყო სუფთა ტყუილი”, – განაცხადა ექსპრემიერმა.
როგორც ირკვევა, მართლაც არსებობს მსგავსი განკარგულება, რომლის მიხედვითაც ნამახვანჰესის მშენებარე კომპანიას მიწა უვადოდ, სულ რაღაც 121 ლარად გადაეცემა.
“კვირამ” მოიპოვა აღნიშნული დოკუმენტი, რითაც დასტურდება რომ ხელი ნამდვილად გიორგი გახარიას აქვს მოწერილი.