ირაკლი ზარქუა – საგამოძიებო კომისიაზე: შეეშვან ამ არაადეკვატური ინიციატივების დაყენებას, რადგან აგერ არის ბურთი და მოედანი, გამოძიება მიმდინარეობს, დავაცადოთ

“შეეშვან ამ არაადეკვატური ინიციატივების დაყენებას, რადგან აგერ არის ბურთი და მოედანი, გამოძიება მიმდინარეობს, დავაცადოთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გაუფასურებულია უკვე ოპოზიციის ინიციატივები.

„ამასთან დაკავშირებით არა მხოლოდ სიტყვებით შემოვიფარგლეთ, არამედ შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და დაკავებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. თუ არ ვცდები, დღეისთვის 27 ადამიანია დაკავებული. შს მინისტრი რომ იყო მოსული, რატომ არ მოუსმინეს? – ხომ უნდა გაეცა პასუხი, მათ შორის, მწვავე კითხვებზე, მაგრამ ამის მოსმენა არ უნდოდათ და სხდომა ამიტომაც ჩაშალეს. ეს პირდაპირ თქვეს კიდეც და ჩაიშალა კიდეც მოსმენა, რადგან შეუძლებელია, მაგიდებზე რომ სალტოებს აკეთებენ, ამ ფორმატში მოუსმინო მინისტრს.

შეეშვან ამ არაადეკვატური ინიციატივების დაყენებას, რადგან აგერ არის ბურთი და მოედანი. გამოძიება მიმდინარეობს, დავაცადოთ, დავაკვირდეთ. კიდევ თუ კითხვები დაგვრჩა, დავიბაროთ ისევ და მოვა მინისტრი, გაგვცემს პასუხს. თუ არ მოგვეწონა ეს პასუხი, ამის შემდეგ შეიძლება გქონდეს ლეგიტიმური უფლება, მოითხოვო საგამოძიებო კომისია პასუხები. ჰარი-ჰარალეზე და ყველაფერზე შეიძლება კომისიის შექმნა? – გაუფასურებულია უკვე მათი ინიციატივები, თუ რამე შნო აქვთ, მოვიდნენ, დაესწრონ სხდომებს და კითხვები დასვან“, – განაცხადა ზარქუამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები