საბურთალში, კვაჭაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურ სამუშაოებს განაგრძობს.
საგზაო სამუშაოები ამჯერად კვაჭაძის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის ქვედა ფენა იგება.
აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. უახლოეს მომავალში კი, ადგილობრივები მოწესრიგებული ინფრასრუქტურით ისარგებლებენ.
პროექტისთვის, რომელსაც საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს, 150 000 ლარია გათვალისწინებული.