ირაკლი ხმალაძე: არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება საზოგადოების, ქვეყნისა და ქალაქის სწორად განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება ქვეყნის სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, ყველა მოქალაქე ამ საკითხს მსგავსად უნდა უყურებდეს.
„არჩევნების მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარება მხოლოდ მმართველი პარტიისთვის არ არის, ეს საზოგადოების, ქვეყნისა და ქალაქის სწორად განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი
მიმაჩნია, რომ ყველა მოქალაქე ამ საკითხს ასე უნდა უყურებდეს. რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია და ამ პრინციპზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. ამ შემთხვევაში შეძლებს ქვეყანაც და ქალაქიც განვითარებას და გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.