ირაკლი ხმალაძე: პანდემიის გამო, ძალიან ბევრი პროექტი რისკის ქვეშ იდგა, თუმცა ჩვენმა გუნდმა ბევრი რამის გაკეთება შეძლო

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ 4-წლიანი მმართველობის განმავლობაში, მოსახლეობისთვის მიცემული ყველა პირობა შეასრულა, თუმცა წინ კიდევ ბევრი საქმეა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, პანდემიამ უამრავი პრობლემა წარმოშვა.

„ჩვენი დაპირებებიდან ყველა პირობა შესრულებულია. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანი ჩავარდნა გამოიწვია პანდემიამ, რამაც, პრაქტიკულად, პრობლემები შექმნა ყველა მიმართულებით: როგორც ეკონომიკური აქტივობების, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების კუთხით. ძალიან ბევრი პროექტი უკვე რისკის ქვეშ იდგა, თუმცა ჩვენმა გუნდმა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბევრი რამის გაკეთება შეძლო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პერიოდში ბევრი მხარდამჭერი პროექტი განვახორციელეთ ეკონომიკური სექტორის მიმართულებით.

რაც შეეხება ჩვენს უშუალოდ დაპირებებს,  ჩვენ ბოლო პერიოდში 7 პრეზენტაცია ჩვატარეთ და საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარვუდგინეთ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ერთი რამეა ცხადი – როგორი ეფექტურიც არ უნდა იყოს მართვა, ქალაქში ყოველთვის იქნება გამოწვევები. ცხადია, ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელი გვაქვს. დაწყებული იმ მიმართულებების სრულფასოვანი შესრულებით, რომელიც კახა კალაძის პირველი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში დაიწყო,“ – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები