კოჯორში, შალვა ერისთავის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს კიდევ რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად კოჯორში, შალვა ერისთავის ქუჩაზე მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 000 კვ. მ ფართობზე ორფენიანი ასფალტი დაიგება.
მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი გაეცნო.
„ჩვენ შემოერთებულ ტერიტორიებზე აქტიურად განვაგრძობთ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. მოქალაქეებისთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, მათ გადაადგილების პრობლემა მოუგვარდებათ, რაც წლების განმავლობაში აწუხებდათ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 145 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს.