20 ივლისის მონაცემებით, ჯამურად, 368 179 აცრა ჩატარდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 ივლისის მონაცემებით, ჯამურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო 368 179 აცრა ჩატარდა.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.
“აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.