თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, N1 კორპუსის მიმდებარედ ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N1 კორპუსის მიმდებარედ ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და 2000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე პირველ ეტაპზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში წყალარინების ქსელი მოწესრიგდა.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
ორივე პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 104 101 ლარი გამოიყო.