ლევან რატიანი – კოვიდინფიცირებული ქალის გარდაცვალებაზე: მშობიარობა იყო ნაადრევი, სამწუხაროდ, 30 წლამდე გოგონა გარდაიცვალა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ქალს, რომელიც კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა დახმარება გაეწია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მისი თქმით, პაციენტი კლი­ნი­კა­ში ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და და ფილტვზე 22-ბალიანი დაზიანება აღენიშნებოდა.

„პაციენტი შემოვიდა კოვიდდადასტურებული. სასიცოცხლო ჩვენებით შევიდა საკეისრო კვეთაზე, რადგან სატურაცია ჩამოვიდა 70-მდე და ბავშვის გულისცემა შენელდა, ამიტომაც შევიდა საკეისრო კვეთაზე. მშობიარობა იყო ნაადრევი, დედის მომზადებაც ვერ მოხდა მშობიარობისთვის, ისე შევიდა ბლოკში. ახალშობილიც და დედაც გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დედის მდგომარეობა შემოსვლის დღიდან იყო კრიტიკული, რადგან დადასტურებული იყო 22-ქულიანი პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა და, სამწუხაროდ, მიუხედავად პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის, 30 წლამდე გოგონა გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები