საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 566 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 848 პირს დაუდასტურდა, 1 231 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები