ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე მყოფ მედიას, აივნიდან გადაფენილი ბანერების ჩამოხსნა სთხოვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე მყოფ მედიას, აივნიდან გადაფენილი ბანერების ჩამოხსნა სთხოვა.
“ის, რაც ჟურნალისტებთან მიმართებაში მოხდა, მიუღებელია და ყველამ დავგმეთ, ამ აქტმა დააზარალა, პირველ რიგში, ხელისუფლება. შს მინისტრი მოვიდა პარლამენტში, ვერავინ იტყვის, რომ დაიმალა. ჩვენ თუ გვინდა რომ მოვისმინოთ პასუხები, დავსვათ კრიტიკული კითხვები, თქვენც მოგეცემათ საშუალება, ადევნოთ თვალყური და შეაფასოთ იყო თუ არა სამართლიანი და ობიექტური. თხოვნა მაქვს, ეს ბანერი დროებით ჩამოხსნათ და მოვუსმინოთ, არავინ გიშლით პროტესტის გამოხატვას”,- განუცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე მყოფმა მედიის წარმომადგენლებმა, აივნიდან ორი ბანერი გადმოფინეს წარწერებით: „დასაჯეთ მოძალადეები“ და „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.