ირაკლი ღარიბაშვილი: გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივითა და ტელევიზიის მოთხოვნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი უმოკლეს ვადებში
“მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ შინაგან საქმეთ სამინისტრო აქტიურად მუშაობს, გუშინვე ძალიან ოპერატიულად ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივითა და ტელევიზიის მოთხოვნით, პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში.
„მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ შინაგან საქმეთ სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გუშინვე ძალიან ოპერატიულად ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები.
ამას გარდა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, თვითონ გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივითა და ტელევიზიის მოთხოვნით პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში.
გარდა ამისა, ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექპერტი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში იმისათვის, რომ არცერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.