“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ლექსო ლაშქარავა არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდება სახლში….”, – წერს მჟავანაძე.
შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.