არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი – გარდაცვლილ ოპერატორზე: პასუხისმგებლობა არის მთელი საზოგადოების, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი

ტელეკომპანია „პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახში, პატრიარქის სახელით, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მივიდა და ჭირისუფლებს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, პატრიარქი და სამღვდელოება ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„შეპირებული ყოფილა ერთ-ერთი ადამიანი, რომ უწმინდესთან შეეხვედრებინა. ვერ მოხდა ეს შეხვედრა, სამწუხაროდ და სამწუხაროდ, გარდაიცვალა ეს ადამიანი, ძალიან დასანანია… უსამძიმრებს უწმინდესი და ყველა სამღვდელოება მისი ოჯახის წევრებს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი და სამძიმარი ვუთხარი. წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა. დანარჩენზე, პოლიტიკოსები რას ამბობენ, მე ხომ არ დავიწყებ ამის ლაპარაკს?! პასუხისმგებლობა, ალბათ, არის მთელი საზოგადოების, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი”, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები