დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის ბიუროდან პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ის განმარტავს, ცხედრის დათვალიერების შედეგად, გამოიკვეთა საეჭვო უბნები ინექციაზე.
“ჩვენ ვნახეთ ინექციაზე საეჭვო უბნები – ორივე საზარდულის მიდამოებში. ამავდროულად, ინექციია კვალი აღენიშნებოდა დუნდულოს პროექციაზე. ეს უკვე სამედიცინო ჩარევის შედეგია, საავადმყოფოში უკეთდებოდა მას ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი მორფინი.
ის ორი უბანი, რომელიც საზარდულის მიდამოებში აღენიშნებოდა, მივიჩნიეთ, რომ საეჭვო იყო. შესაბამისად, მოხდა ამ ორი უბნის ამოჭრა და გაგზავნა როგოეც ქიმიურ, ასევე, გისტოპათომორფოლოგიურ გამოკვლევებზე”, – განაცხადა გეჯაძემ.