კატარში „ჰამასის“ შტაბის დაბომბვაზე პასუხისმგებლობას ისრაელი იღებს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, კატარის დედაქალაქ დოჰაში ავიაიერიში განხორციელდა, რომლის სამიზნეც „ჰამასის“ სავარაუდო შტაბ-ბინა იყო.

ისრაელის სამხედროების თქმით, ოპერაცია დაგეგმილი იყო „ჰამასის საზღვარგარეთის საკოორდინაციო ცენტრის“ გასანადგურებლად. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დარტყმამ „მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ორგანიზაციის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას“.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

„დღევანდელი ქმედება „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების მთავარი ლიდერების წინააღმდეგ სრულიად დამოუკიდებელი ოპერაცია იყო. ოპერაცია ისრაელმა დაიწყო, ისრაელმა განახორციელა და სრული პასუხისმგებლობაც თავად ქვეყანამ აიღო“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ისრაელი ღიად აცხადებს “ჰამასის” სტრუქტურებზე სამხედრო ოპერაციის ჩატარებას კატარის ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, ირანი ისრაელის მიერ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე დარტყმას გმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები