ალექსანდრე გეჯაძე: თავის ტვინში და ქალის ფუძის ძვლებში ვერ ვნახეთ ვერანაირი ტრავმული ცვლილებები,რომელიც ცალსახად მოგვცემდა საშუალებას, გვეთქვა, სიკვდილის მიზეზი არის ესა და ეს ტრავმა (ვიდეო)

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის ბიუროდან პირველ კომენტარს “ტვ იმედთან” აკეთებს.

“ავადმყოფობის ისტორიის მონაცემებით, მარცხენა  თვალბუდის კედლების ფრაგმენტულ მოტეხილობას არ შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი. ფაქტობრივად, ეს დამტკიცებულია. ამავდროულად, ცხედრის გამოკვლევის დროს ჩვენ თავის ტვინში და ქალის ფუძის ძვლებში ვერ ვნახეთ ვერანაირი ტრავმული ცვლილებები – ვიზუალური, აშკარა, რომელიც ცალსახად მოგვცემდა საშუალებას, გვეთქვა, სიკვდილის მიზეზი არის ესა და ეს ტრავმა. ამიტომ, აღებულ იქნა საეჭვო უბნები თავის ტვინიდან და სხვა ორგანოებიდან – ფილტვებიდან, ღვიძლიდან და ა.შ. შესაბამისი გამოკვლევებისთვის”, – აცხადებს გეჯაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები