პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს (ფოტო)
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
საპროტესტო გამოსვლა დღეს დილით “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაანონსდა.
რუსთაველის გამზირზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ისინი ამ ფორმით გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.