“ქართული ოცნების” ოფისთან აქცია მიმდინარეობს
“ქართული ოცნების” ოფისთან აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისთვის წითელი საღებავების შესხმა სცადა, თუმცა ამის საშუალება მას ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.
“დროას“ აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისის წინ აკეთებენ წარწერას „მკვლელები“.
ადგილზე იმყოფებიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ისინი „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლას გეგმავენ, რადგან „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა სწორედ მთავრობამ უნდა აიღოს.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.