მეუფე იოანე – ჟურნალისტებს: თქვენ ცდილობთ დაადანაშაულოთ სხვა ადამიანები, თქვენს შეცდომას ვერ ხედავთ

“თქვენ ხედავთ შავი თვალებით, ეს არასწორი ხედვაა”,- ამის შესახებ ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის გარდაცვალებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

“თქვენ ცდილობთ დაადანაშაულოთ სხვა ადამიანები, თქვენს შეცდომას ვერ ხედავთ. თქვენ ხედავთ შავი თვალებით, ეს არასწორი ხედვაა”,- აღნიშნა მეუფე იოანემ.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები