სახალხო დამცველი – ოპერატორის გარდაცვალებაზე: ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ეს ბიჭი, ოპერატორი გარდაიცვალა, 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი… ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, კოლეგების მწუხარებას…”,- წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები