ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაერთვება

ტელეკომპანია “პირველის” გადაწყვეტილებით, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებებს სამხარაულის ბიუროში დაესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც რომელიც სასამართლოში არხის ინტერესებს იცავს.

ცნობისთვის, ალექსანდრე ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები