შალვა პაპუაშვილი: ისეთი გამჭვირვალე და დეტალურად გაწერილი პროცესი მოსამართლეების არჩევისა, როგორიც საქართველოშია, არსად არ არსებობს

“ისეთი გამჭვირვალე და დეტალურად გაწერილი პროცესი მოსამართლეების არჩევისა, როგორიც საქართველოშია, არსად არ არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.

პაპუაშვილმა განმარტა, თუ სადაა ფაქტობრივი შეცდომა მოსამართლეების არჩევის საკითხზე ეუთო/ოდირის დასკვნაში.

„კიდევ ერთხელ ავხსნი, სწორედ იქ არის ფაქტობრივი შეცდომა ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში, რომ საკითხების თანმიმდევრობა არასწორადაა დალაგებული. კერძოდ, 19 აპრილის შეთანხმებით არის საუბარი ორ საკითხზე, რაც ეხება მართლმსაჯულებას, ერთი ესაა დიდი რეფორმა, გაწერილია, რომ პროცესი და 2022 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. რომელსაც წინ უნდა უძღოდეს წინა რეფორმის ტალღების შეფასება. რომ მივხვდეთ სად ვართ, რა ხარვეზები არსებობს და რა არის გამოსასწორებელი. აქ უკვე ლოგიკურად უნდა მივხვდეთ, რომ ერთი წელი მოსამართლეების დანიშვნა ვერ შეჩერდება, ვინაიდან საჭიროა, რომ სასამართლო ფუნქციონირებდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები