5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენს

თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენას ითხოვს. პარლამენტის ინფორმაციით, მინისტრის მოსმენის თარიღსა  და ფორმატთან დაკავშირებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში მოუსმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები