სენაკის არტ-ფესტივალი 6 ივლისს გრანდიოზულად დაიხურა

სენაკის არტ-ფესტივალი 6 ივლისს გრანდიოზულად დაიხურა. მუსიკალური ღონისძიება, რომელიც მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა დააარსა, უკვე 8 წელია დასავლეთ საქართველოს კულტურის განუყოფელი ნაწილია.

ფესტივალის მიზანია დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, რათა მათ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება მიიღონ, განვითარდნენ და მსოფლიოს გააცნონ.

პანდემიის დაწყებამდე, ფესტივალს უცხოელი მუსიკოსებიც სტუმრობდნენ, თუმცა უკვე თითქმის ორი წელია მასში ნიჭიერ სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობას ქართველი მუსიკოსები იღებდნენ.

წლევანდელ ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელებმა. კერძოდ, სენაკის, აბაშის, ხობის, ზუგდიდის, სუფსის, ლანჩხუთის, ბათუმის, ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, საჩხერის, ზესტაფონის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის 300-მა წარმომადგენლებმა.

ფესტივალი გამოირჩეოდა ნიჭიერი ახალგაზრდებით, ამიტომ ლაურეატის წოდება მიენიჭა 20 სოლისტს, პიანისტებს, მევიოლინეებს, ვოკალისტებს და 7 ანსამბლს – მათ შორის 2 ფოლკლორულ, ერთ ვოკალურ და ოთხ ინსტრუმენტალურ ანსამბლს.

ფესტივალი საზეიმოდ 1 ივლისს The Quintessence-ის კონცერტით გაიხსნა. რის შემდეგაც სამეგრელოს რეგიონს ნეკა სებისკვერაძე, სოფო ხალვაში და მაია ბარათაშვილიც ესტუმრა.

ასევე გაიმართა, ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები