მაია ჩხაიძე: პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა
პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, ციციშვილის ბავშვთა სახელობის კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, ეს პასუხი საბოლოო არ არის და დამატებით კვლევებს საჭიროებს.
„ამჟამად, სამი პაციენტი გვყავს მართვით სუნთქვაზე. ორი ორი თვის ჩვილია, ერთი ორი კვირის ახალშობილია. მათ შორის ერთი აფხაზეთის მოქალაქეა, იქედან არის გადმოყვანილი. რადგან იქ ძირითადად დელტა შტამი ცირკულირებს, ეჭვი გამიჩნდა, რომ ამ ბავშვის გამოკვლევა იყო საჭირო. პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. მაგრამ ეს არ არის საბოლოო პასუხი, სექვენირება სჭირდება. სამივე ბავშვთან სტაბილური მძიმე მდგომარებაა”, – განაცხადა ჩხაიძემ.