პატრიარქი შოთა ქარსელაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს – “თქვენ გლოვა არ გმართებთ, რადგან ასეთნი უფლის სავანის მკვიდრნი ხდებიან”
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე შოთა ქარსელაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
“დიდია განსაცდელი, რომლის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ შოთას მიერ გადადგმული ნაბიჯი მთელი მისი ცხოვრების მწვერვალია. უფალი ბრძანებს:
“არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის (ინ.15:13). ბუნებით ისედაც გამორჩეულმა, სამშობლოს გულშემატკივარმა შოთამ ამის მაგალითი უჩვენა საზოგადოებას.
თქვენ გლოვა არ გმართებთ, რადგან ასეთნი უფლის სავანის მკვიდრნი ხდებიან; “პატიოსან არს წინაშე ღვთისა სიკვდილი წმიდათა მისთა”.
ღმერთმა დაგლოცოთ!” – წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
36 წლის მამაკაცი მტკვარში უცნობი გოგონას გადასარჩენად გადახტა, ქალი სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.