ამირან გამყრელიძე: ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ თუ იქნება ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძ​ის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე დღეს მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ შეკრებებსა და კონფერენციებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირები დაუშვან.

“ყველაზე დიდი თავდაცვის საშუალება ნიღაბია და ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ თუ იქნება ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები, იქ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. ასევე, აუცილებელია, რომ სასტუმროს პერსონალი სრულად იყოს აცრილი.

დღეს ეპიდსიტუაციის შეკავების მთავარი გზა აცრებზე გადის. ამიტომ, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას. დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის,” – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები