თურქეთში კორონავირუსის “დელტა+”-ის ვარიანტი გამოვლინდა

 

თურქეთში  კორონავირუსის “დელტა+”-ის ვარიანტით ინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა.

”დელტა პლუსის ვარიანტი დაფიქსირდა სამ პროვინციაში, მათ შორის, სტამბოლშიც. ყველ გამოვლენილ შემთხვევაში ადამიანები ვაქცინირებულები არ ყოფილან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის”, – თქვა მან.

ამასთან, მინისტრის თქმით, ვირუსის “დელტას” ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები 286-მდეა გაზრდილი – ქვეყნის 30 პროვინციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები