თამარ გაბუნია: ბრიგადები საკმარისი რაოდენობით არსებობს და ქვეყანა ვაქცინების დამატებით დოზებსაც ელის

“დილის მდგომარეობით, მას შემდეგ, რაც გუშინ, გარკვეული შეფერხებები იყო, დარეგისტრირდა 20 ათასი ადამიანი. ეს არის საწყისი ეტაპი და ვფიქრობ, პირველი ეტაპი იმ რეგისტრაციის პროცესისა, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ. მოლოდინი გვაქვს, რომ რეგისტრაცია სწრაფად გაფართოვდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიგადები საკმარისი რაოდენობით არსებობს და ქვეყანა ვაქცინების დამატებით დოზებსაც ელის.

„ვაქცინაციის ბრიგადების დღეს მოქმედი რაოდენობა არის საკმარისი იმისთვის, რომ დღეში 20-დან 25 ათასამდე აცრა შესრულდეს. ავსტრიის მთავრობისგან, 5 ათასი დოზა მივიღეთ საჩუქრად, ეს დოზები მოხმარდება 10-დან 12 კვირამდე მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას, ვიდრე დამატებით დოზებს არ მივიღებთ „კოვაქსიდან“ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან. დონაციის ხელშეკრულებები, პრაქტიკულად, დასრულებულია და მოკლე ხანში, ეს მოწოდებებიც დასრულდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები