მაკა სულაძე: პარაკლისზე მშვიდობიანი ფორმა იმის გასაპროტესტებლად, რაც მიუღებელია, მსოფლიოში არ არსებობს
“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდგეები დედაქალაქში პრაიდის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას შეურთდნენ. ამ წუთებში ისინი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. როგორც “რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მაკა სულაძემ განაცხადა, ძალადობა მათთვის მიუღებელია, ამიტომ, ქაშუეთში პარაკლისს დაესწრებიან.
“იმაზე უფრო მშვიდობიანი ფორმა, რაც არის პარაკლისი იმის გასაპროტესტებლად, რაც მიუღებელია, ჩვენთვის მსოფლიოში არ არსებობს. შესაბამისად, დავაფიქსირე ჩემი პოზიციაც. ძალადობა არ არის მისაღები, ამიტომაც მოუწოდა საპატრირქომ მრევლსა და ქართულ საზოგადოებას, რომ ერთად მოგვეყარა თავი ქაშუეთის ეკლესიაში და დავსწრებოდით პარაკლისს, სადაც აღევლინება ლოცვა მშვიდობისათვის, ყველა იმ პროცესის გათვალისწინებით, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდგება რომ დამყარდეს სტაბილურობა და მშვიდობა”, – განაცხადა მაკა სულაძემ.