გურამ მაჭარაშვილი: კარვების არსებობას ვერ უზრუნველყოფს პოლიცია, ვიღაცამ მოიტანოს და პოლიციამ უდარაჯოს, ამის ვალდებულება არ აქვს
“კარვების არსებობას ვერ უზრუნველყოფს პოლიცია, ვიღაცამ მოიტანოს და პოლიციამ უდარაჯოს, ამის ვალდებულება არ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ აქციას ატარებ და კარავი გჭირდება, იქ, სულ მცირე, რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა იყოს.
„კარვები რუსთაველის გამზირზე დადგეს იმ პრეტენზიების გამო, რაც უკავშირდებოდა პარლამენტში შესვლას. დღეს ოპოზიცია პარლამენტშია და გაუგებარია, ეს კარვები რას ემსახურება. არც ვიცით, ვინ არიან, ვინ შედის და გამოდის. პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას და მაღალი სტანდარტებით პრევენციას აკეთებს, რათა მოხდეს დაშორიშორება. კარვების არსებობას ვერ უზრუნველყოფს პოლიცია, ვიღაცამ მოიტანოს და პოლიციამ უყარაულოს. ამის ვალდებულება არ აქვს. თუ აქციას ატარებ და კარავი გჭირდება, იქ, სულ მცირე, რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა იყოს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.