საბურთალოს რაიონში, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ტროტუარი მოეწყობა და 4 858 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.
„საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად საგზაო სამუშაოები ბალანჩივაძეების ქუჩაზე დავიწყეთ. აღნიშნული ქუჩა საკმაოდ დატვირთულია და მოსახლეობას ამორტიზებულ გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მცხოვრებლები მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 450 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კი, კომპანია „ლ. ენდ ლ“ ახორციელებს.