CNN: კარაკასში შენობების ნანგრევებიდან 23 ადამიანი ამოიყვანეს

მაშველებმა კარაკასის მუნიციპალიტეტში, ჩაკაოში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან 23 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

ამის შესახებ CNN-ი მუნიციპალიტეტის მერზე, გუსტავო დუკეზე დაყრდნობით იტყობინება.

მისი თქმით, 23 ადამიანი გადაარჩინეს.

„საბედნიეროდ, გავიგეთ, რომ ხალხი ცოცხალია და ჩვენ მათ გადავარჩენთ. აქედან არ წავალთ მანამ, სანამ უკანასკნელ ადამიანსაც არ გადავარჩენთ, რაც შეგვიძლია და ვიცი, რომ ღვთის დახმარებით წარმატებას მივაღწევთ“, – ციტირებს ტელეარხი მის სიტყვებს.

გუსტავო დუკეს თქმით, გადარჩენილები სამედიცინო დახმარებას მიიღებენ.

შეგახსენებთ, 24 ივნისის საღამოს ვენესუელაში მიწისძვრა მოხდა. დაახლოებით 40 წამიანი ინტერვალით დაფიქსირდა ორი ბიძგი, რომელთა სიმძლავრე 7.2 და 7.5 მაგნიტუდა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები