პარლამენტთან შეკრებილებმა კარვები დაშალეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც “პრაიდის” მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილნი, ხმაური იყო.

ადგილზე შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მრევლმა რუსთაველზე, პარლამენტთან გაშლილი კარვების დაშლა დაიწყეს. აქცია ამ წუთებშიც ხმაურით გრძელდება და ისინი სკანდირებენ: “გადᲘთ”, “გადით”.

“თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ შეკრებილები თავდაპირველად ქაშუეთის ეკლესიასა და 9 აპრილის ბაღში შეიკრიბნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები