პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ხვალიდან დაიწყება
საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ხვალიდან დაიწყება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცხრა კანდიდატს მოუსმენენ
კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი მოსმენა 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე კანდიდატს დეპუტატები 16:00 საათზე მოუსმენენ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატი წარუდგინა. ესენი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი. პროცესს მონიტორინგს გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები.