ლანჩხუთის მერიაში სოფელ გვიმბალაურში საცობის მიზეზს განმარტავენ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში 15-20 წუთის განმავლობაში საცობი იყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ფაქტი ხიდის ჩამონგრევამ განაპირობა.
აღნიშნული “კვირას” ლანჩხუთის მერიაში არ დაუდასტურეს და შესაბამისი განმარტება გააკეთეს.
“სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, დაახლოებით, 15 დღეა, ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ სამუშაოებს გზების დეპარტამენტი ახორციელებს. შესაბამისად, გზის სავალი ნაწილის ნახევარი არის დაკეტილი. გვიწევს მოძრაობის რეგულირება. როდესაც წვიმა წამოვიდა და ადიდდა, ნახევარი გარკვეულ დონეზე გადარეცხა, გადმოყარა ხრეში და, დაახლოებით, 15-20 წუთის მანძილზე გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა ჩაიკეტა. არანაირი ხიდის ჩავარდნა არ ყოფილა”, – განუცხადეს “კვირას” ლანჩხუთის მერიაში.