მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე დედაქალაქის მერიამ და გამგეობამ არაერთი პროექტი განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის გამგეობა ავრცელებს.

მათი ცნობით, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. 2 344 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ბეტონის გზა დაიგო, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 193 878 ლარი დაიხარჯა.

ამასთანავე, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც 1 204 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო. პროექტისთვის 61 327 ლარამდე დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები