ზუგდიდის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა
დიდუბის რაიონის გამგეობამ ზუგდიდის ქუჩაზე ასფალტის მოწესრიგება დაასრულა.
პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარები, ბორდიურები. ასევე, მიმდებარედ, ევდოშვილის ქუჩის N12-სა და N18-ში შეიცვალა დაზიანებული ასფალტის საფარი. ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 2 185 კვ.მ ფართობზე დაიგო.
აღნიშნული პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ 100 704 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.
ამ ეტაპზე, დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტა წერეთლის გამზირის N77 ვ-ში, დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის პირველ კორპუსთან და მესამე კვარტლის 28-ე კორპუსის მიმდებარედ აწესრიგებს.