ამირან გამყრელიძე: მასწავლებლებს კი არ დავავალოთ, მოვუწოდოთ, რომ ნებაყოფლობით აიცრან
“მასწავლებლებს კი არ დავავალოთ, მოვუწოდოთ, რომ ნებაყოფლობით მიბრძანდნენ და აიცრან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამოქალაქო პასუხისიმგებლობა ხანდახან ქაღალდზე დაწერილ ვალდებულებაზე უფრო მაღალია.
„ამ ვაქცინების გაკეთების ვალდებულება კანონით განმტკიცებული არ იქნება, მაგრამ ტყუილად არ არის საუბარი სამოქალაქო პასუხისიმგებლობაზე, რომელიც ხანდახან ქაღალდზე დაწერილ ვალდებულებაზე უფრო მაღალია. ჩვენ უნდა გავითავისოთ ის, რომ აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავამთავრებთ, ამიტომ, ყველამ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. აცრა იცავს ადამიანს დაავადების განვითარებისაგან, დაავადების დამძიმებისგან და, რაც მთავარია, ფატალური გამოსავლისგან. ამიტომ, მე ტყუილად არ მოგახსენეთ უსაფრთხო სკოლები, რომ მასწავლებლებს მოვუწოდოთ, მაგრამ კი არ დავავალოთ, მოვუწოდოთ, რომ ნებაყოფლობით მიბრძანდნენ და აიცრან იმიტომ, რომ ისინი კონტაქტობენ ჩვენს მომავალ თაობებთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.