ამირან გამყრელიძე: საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც აიცრებიან
დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც შეძლებენ.
„ფაიზერს“ აქვს დაშვება 16 წლიდან, ამიტომ, ჩვენთანაც შევა ცვლილება „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებით ახორციელებს მოზარდების აცრებს, ამაზე დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გამყრელიძემ.